
(რეზონანსი) რა გეგმა გაქვთ ეროვნული ცნობიერების გაღვივების კუთხით რა გეგმაა სასკოლო სივრცეში ხელოვნების, სულიერების, რწმენის გაძლიერების კუთხით?, - ამ კითხვით მიმართა ნუკრი ქანთარიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს.
ქანთარიამ მინისტრს საბჭოთა პერიოდის სკოლაც გაიხსენა და დაინტერესდა ეროვნული ცნობიერების გაღვივების კუთხით რა კეთდება დღევანდელ სკოლებში.
„არ მინდა დავამძიმო ეს ტრაგიზმით სავსე დღეები, მხოლოდ თქვენი აზრი მინდა გვითხრათ. ჩვენმა თაობამ, ვინც იმ ქვეყანაში ვსწავლობდით, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, ვიცით, სკოლებში ხდებოდა მერხების მტვრევაც, ფანჯრების მტვრევაც, კედლების დაზიანება, აყალმაყალიც, შფოთიც, მაგრამ მე არ მახსენდება რომ სკოლას პოლიცია გამოეძახებინა და ეს ყოველთვის გვარდებოდა ხოლმე შიდა სფეროში, ჩვენ და ჩვენ თანატოლებს, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ წარმონაქმნში ვცხოვრობდით, ყველას გვეამაყებოდა, რომ საქართველოში დავიბადეთ.
რა გეგმა გაქვთ ეროვნული ცნობიერების გაღვივების კუთხით რა გეგმაა სასკოლო სივრცეში ხელოვნების, სულიერების, რწმენის გაძლიერების კუთხით? ახლა რომ გამოკითხვა ჩავატაროთ რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია კავკასიის მთების შვილი? ეს ის პრობლემებია, რომელზეც ძალიან სიღრმისეულად არის საფიქრელი და თქვენი აზრი იქნება საინტერესო", -მიმართა ალექსანდრე ქანთარიამ მიხეილ ჩხენკელს.