რეზონანსი
20.12.2019

(რეზონანსი) როგორც ირკვევა, საქართველოს პირველი პრზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე, მეგობრებთან საუბრობდა იმის შესახებ, რომ მასზე თავდასხმა მზადდებოდა.

ვატო გელაშვილი ამბობს, რომ გამსახურდიას ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა და შესაძლო დამკვეთზეც ღიად საუბრობდა.

"ცოტნეს დიდიხანია ვიცნობ და მას ჩემთან და სხვა მეგობრებთანაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი ლიკვიდაცია შეიძლება მომხდარიყო. ჯერ კიდევ შარშან გვითხრა, რომ რუსეთიდან იყო ადამიანი ჩამოსული, რომელიც მისი ეჭვით, ლიკვიდაციას მოახდენდა. ეს უკავშირდებოდა ზვიად გამსახურდიას საქმეს. ამბობდა, რომ რუსეთიდან ჩამოსული იყო, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ადამიანი, რომელსაც სურვილი ჰქონდა ცოტნეს ლიკვიდაციის"- აცხადებს გელაშვილი.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×