რეზონანსი
20.12.2019

(რეზონანსი) ცოტნე გამსახურდიას ადვოკატს, ამირან გიგუაშვილს უჭის იმის თქმა, პირველი პრეზიდეტის შვილზე განხორცილებეული თავდასხმა იყო შემთხვევითი თუ ორგანიზებული.

მისი თქმით, ადგილზე დაპირისპირების კვალი შეიმჩნევა.

"გამოძიება მუშაობს ყველა მოტივზე, მათ შორის საყოფაცხოვრებო კონფლიქტი, თუ წარსული შემთხვევები, მაგრამ ახლა არ მაქვს სათანადო კომპეტენცია ვისაუბრო ჩემს ვერსიებზე. ახლა ვსაუბრობ დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე და ველოდები გამოძიების შედეგებს. იმედია ეს შედეგები მალე გახდება ცნობილი, რადგან საკითხი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ატარებს. ვერ გეტყვით ეს იყო შემთხვევითი, თუ ორგანიზებული თავდასხმა, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილზე არის დაპირისპირების კვალი, რაც მიმართული იყო ცოტნეს სიცოცხლის ხელყოფისკენ. ვიცი, რომ ცოტნე მუდმივად ფიზიკური დატვირთვით იყო დაკავებული და ძლიერი ადამიანია, ამიტომ მისი ფიზიკური მორევა ასე მარტივი არ იყო. დაკითუხულია ამ ეტაპზე ყველა ის ადამიანი, ვისაც შესაძლოა პირდაპირ ან ირიბად ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ან შემხებლობა", - აღნიშნა გიგუაშვილმა.

ცოტნე გამსახურდია გუშინ დაჭრეს. მისი ჯამნრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. პირველი პრეზიდენტის შვილი, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×