რეზონანსი
20.12.2019

(რეზონანსი) ყველა კრიმინალი იქნება დასჯილი, მაგრამ ცოტნე გამსახურდია თქვენმა ბელადმა უსამართლოდ ჩასვა ციხეში - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს.

"ცოტნე გამსახურდია დაიჭირა სააკაშვილმა, 2008 თუ 2009 წელს, უსამართლოდ და წლობით იჯდა ციხეში. ყველა კრიმინალი იქნება დასჯილი, ვინც ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული, მაგრამ ცოტნე გამსახურდია თქვენმა ბელადმა უსამართლოდ ჩასვა ციხეში. მე ძალიან კარგად ვიცნობ ცოტნეს და ვუთანაგრძნობ მის ოჯახს. ყველა კრიმინალი იქნება დასჯილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×