რეზონანსი
20.12.2019

(რეზონანსი) დეკანოზი ლევან ანთაძე მოზარდებში სუიციდის ფაქტების გამო საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ თვითმკვლელობა დიდი ცოდვაა.

სასულიერო პირის თქმით, როდესაც ადამიანი თავს იკლავს, „ეს უკვე ნიშნავს რომ მან, ვერ მოძებნა თავის თავში პრობლემების გადაჭრის გზები".

„თვითმკვლელობა ძალიან დიდი ცოდვაა. თვითმკვლელი ადამიანისთვის საეკლესიო განჩინებით წესის აგება არ შეიძლება. გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როცა დადასტურებულია, რომ ადამიანები იყვნენ ფსიქიკური აშლილობით.

თვითმკვლეოობა არის დასმული ბეჭედი ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა. ადამიანი როდესაც ასეთ მოქმედებას გადაწყვეტს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ადამიანმა, ვერ მოძებნა თავის თავშიპრობლემების გადაჭრის გზები, ამის იქით ვეღარ გაიხედა, ვერ დაძლია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ტრაგიკულია, მაგრამ ყველა პრობლემა, ყველა საჭირ-ბოროტო საკითხი გადაწყდება, რადგან ღმერთს ყველაფერი შეუძლია. ჩვენ გვავიწყდება, რომ ვართ ღმერთის ქმნილება. თვითმკვლელობა ფაქტობრივად, არის ამბოხი ღვთის წინაშ, ადამიანი ასეთი მოქმედებით ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს", - განაცხადა დეკანოზმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×