რეზონანსი
20.12.2019

(რეზონანსი) საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია, შესაძლოა, სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

მისი თქმით გამსახურდიების ოჯახი მისთვის ძალიან ახლობელია.

„ცოტნეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა. უნდა დაველოდოთ და თუ რამე შეგვიძლია, გაერთიანებული ძალებით დავეხმაროთ. იქნებ მკურნალობა უცხოეთში შეძლოს. ექიმებმა გვითხრეს, ორი დღე დავაცდითო, მერე კი, თუ შესაძლებელი იქნება, იქნებ უცხოეთში წავიყვანოთ, რადგან აქ საიმედო გარანტიები ვერ მოვისმინე.

ჩათვალეთ, რომ ეს ამბავი ახლა ჩემს ოჯახში ხდება, ისე ვგრძნობ თავს. ყველა მეცოდება - გიორგი, მანანა, თვითონ ცოტნე, ზვიადის სახელი და ყველაფერი. ცოტნე გამსახურდიას რომ ვიღაცები ქუჩაში დახვდებოდნენ და სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, ვერც ერთ დროში", - განაცხადა ხერხეულიძემ „პრაიმტაიმთან".

ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, დღეს კი რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა არ არის დაგემილი. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს არა მხოლოდ გულმკერდის არეში, ასევე თავის არეშიც.

ცოტნე გამსახურდია გუშინ, დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×