
(რეზონანსი) ბათუმში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა გაუმჯობესდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიციელი აპარატიდან მოხსნილია და სავარაუდოდ, ხვალიდან პალატაში გადაიყვანენ.
"დაჭრილილი პოლიციელის მდგომარეობა შეიძლება ითქვას რომ გაუმჯობესებულია, აპარატიდან მოხსნილია, კონტაქტურია. ახლახანს მოინახულა ჩემთან ერთად შს მინისტრმა, ცოტა ხნის წინ დავტოვეთ დაწესებულება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად.
იმის გამო, რომ მას ხორხის ნაწილობრივი დაზიანება ჰქონდა, ჩასმული აქვს სპეციალური დამცავი, ამიტომ მას საუბარი უჭირს. ამიტომ მან თავისი მადლიერება მინისტრთან გამოხატა ფურცელზე დაწერით. დიდი მადლობა გადაუხადა ყველას და თქვა რომ ძალიან მალე დაუბრუნდება თავის სამსახურს. ხვალ სავარაუდოდ გადავა პალატაში, რამდენიმედღიანი რეაბილიტაციის შემდგომ, ის დაუბრუნდება ოჯახს", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ "აიპრესთან".