რეზონანსი
20.12.2019

(რეზონანსი) იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია „ქართული ოცნების" შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს.

მისი შეფასებით, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა კრიზისების წყაროდ შეიძლება, იქცეს.

„მოდით, ამგვარი მუქარის შემცველი განცხადებები საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ემოციებს დავაბრალოთ და კონსტრუქციულ რეჟიმში კვლავ დაველოდებით შემდეგ შეხვედრას, თუ ამგვარი იქნა - ყოველ შემთვევაში, ჩვენი მხრიდან ამის მზაობა არის.

მესმის, რომ დღეს ემოციურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ იმედი მაქვს, დაფიქრდებიან და შეიცვლიან პოზიციას, რომელიც არის განკითხვის დღის მოწყობის მუქარა. ვერავითარ განკითხვის დღეს ვერ მოაწყობენ, ასეთი დღეები მათ წინა წლებში მოუწყვეს ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ ვერ მოვლენ, რომ ხალხს განკითხვის დღე მოუწყონ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპოზიცია ამ შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს, ამ მოდელზე თუ შევთანხმდებით, რომელიც უფრო მეტად პროპორციულია, მან უნდა იმოქმედოს 2020 წლის არჩევნების შემდეგაც", - განაცხადა წულუკიანმა.

მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში.

ახალი ინიციატივის მიხედვით შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით აირჩევა 100 დეპუტატი, მაჟორიტარული მანდატები კი, 50-მდე შემცირდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×