რეზონანსი
20.12.2019

(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია კლინიკაში მოინახულა.

კითხვაზე, რას ფიქრობს თავდასხმაზე, ის პასუხობს, რომ „თავდასხმაზე არაფერს ფიქრობს" და შედეგი საშინელებაა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ის ასევე ესაუბრა ცოტნე გამსახურდიას დედას, მანანა არჩვაძე-გამსახურდიასაც.

„არაფერს არ ვფიქრობ თავდასხმაზე. დეტალები არ ვიცი. შედეგი არის საშინელება. მე, დღეს დილით ქალბატონ მანანას ვესაუბრე. ამიტომ მოვედი, რომ ვნახო. მისი თხოვნითაც მაინტერესებდა, რომ გაკეთდა თუ არა ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლება. იმის დასტურიც მინდოდა, რომ შემდეგ ყველაფერი გაკეთდება, რაც შემდეგ ეტაპზე იქნება საჭირო. მთავარია, რომ ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ, როცა პროგნოზი ჯერ მძიმე არის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია გუშინ თბილისში დაჭრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×