რეზონანსი
20.12.2019

(რეზონანსი) პოლიტიკური ნიშნით დევნა დავასრულეთ 2012 წელს, ნებისმიერი სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ამ კომენტარით ღარიბაშვილმა უპასუხა მედიის კითხვას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშის განცხადებაზე, რომელშიც ის „საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობს და აღნიშნავს, რომ „მართველი პარტია ოპოზიციას ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებითა და შევიწროვების სხვა ფორმებით".

„პოლიტიკური ნიშნით დევნა დავასრულეთ 2012 წელს. ნებისმიერი სპეკულაციები და მანიპულაციები არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×