რეზონანსი
20.12.2019

(რეზონანსი) თბილისში, 161-ე საჯარო სკოლაში H1N1 ვირუსი დაფიქსირდა. ე.წ ღორის გრიპი მეექვსე კლასელს აღმოაჩნდა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია.

როგორც სკოლის დირექტორმა მიხეილ მინდაძემ განაცხადა, მომხდარის გამო სწავლის პროცესი არ შეჩერებულა.

"შემთხვევა ნამდვილად დაფიქსირდა ერთი კვირის წინ, მოზარდის მდგომარეობა ნორმალურია. მივმართეთ შესაბამისს სამსახურს, რომელმაც სადენზიფექციო სამუშაოები ჩაატარა. მომხდარის გამო, სწავლის პროცესი არ შეჩერებულა, რადგან ყველა შესაბამისი ზომა მიღებული გვაქვს" - განაცხადა მიხეილ მინდაძემ „ნიუპოსტთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×