რეზონანსი
20.12.2019

ახალციხის რაიონის სოფელ ხეოთში 75 წლის ქალმა თავის ჩამოხრჩობა სცადა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით. შემთხვევა დილით მოხდა. ქალი ოჯახის წევრმა იპოვნა და თოკიდან ჩამოხსნა.

„როგორც სოფელში ამბობენ, რძალს უპოვნია. საავადმყოფოში გადაიყვანეს. საერთოდ ძალიან კარგი, მშვიდი და დალაგებული ოჯახია, რატომ მოხდა ყველას უკვირს“, - ამბობს სოფლის რწმუნებული.

75 წლის ქალი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს:

„მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მძიმეა და წევს რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნურ სუნთქვაზეა“, - აღნიშნა ჰოსპიტალის დირექტორმა რევაზ კუჭუხიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×