
საქართველოში ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ვირუსების აქტივობა გაიზარდა. ბოლო ორი თვის მონაცემებით, 8 ახალი ვირუსი გავრცელდა. სეზონურ გრიპებს შორის ჭარბობს B ტიპის ვირუსი, ასევეა H1 და H3 შემთხვევებიც.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვირუსები გამოჩნდა, წლევანდელ სეზონზე წინა წელთან შედარებით 20%-ით ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა.
თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი და მაღალი ტემპერატურა ეს არის სეზონური გრიპის დამახასიათებელი ნიშნები. ვირუსის ტიპის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი.
ექიმების რეკომენდაციით, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებებს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს. ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები 24-საათიანი რეჟიმში მუშაობენ და პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ დღე-ღამის ნებისმიერ დროს ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ.