რეზონანსი
20.12.2019

ათენში, გარდაცვლილი ქართველი გოგონა 25 წლის, მეგი კუპრაძეა. ის წარმოშობით ოზურგეთიდან არის. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. 

„თავი მოიკლა ემიგრანტმა საბერძნეთში თუ ჩამოახრჩვეს?. „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტების არხი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

საბერძნეთში, ქ. კალიმარში გარდაცვლილი 25 წლის ემიგრანტი ოზურგეთელია.

მისი გარდაცვალების მოტივი უცნობია. გარდაცვლილი საბერძნეთში დედასთან ერთად უკვე კარგა ხანია ცხოვრობს. მას ბერძენი შეყვარებული ჰყავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე იგი ოზურგეთში, მამას ესაუბრა. დედა და შეყვარებული კი მას ტელეფონზე ვერ დაუკავშირდნენ. კალიმარმაროს დაცვის თანამშრომელმა ქართველი გოგო მაშინ იპოვა, როდესაც ამ ტერიტორიაზე მდებარე პარკის კარის გასაღებად მივიდა. როგორც ის ამბობს გოგონა თვალისმომჭრელად ლამაზი იყო და სანახაობამ შეძრა. ახალგაზრდა ქალს ყელზე ძაღლის თოკი ჰქონდა შემოხვეული.

მამაკაცმა დაუყოვნებლივ გამოიძახა პოლიცია და როგორც იწერება, ოფიცრებისთვისაც კი, სურათი განსაკუთრებულად მძიმე იყო“, - წერს შოთოსიხარულიძე. 

გარდაცვლილის ფოტოს შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×