რეზონანსი
20.12.2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაცია დასრულდა. ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ნეიროქირურგის, არჩილ ჯვარშეიშვილის ინფორმაციით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ჯვარშეიშვილის თქმით, შესაძლოა, გამსახურდიას ქირურგიული ჩარევა ისევ დასჭირდეს.

“პაციენტის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, მრავლობითი ტრავმა არის გულმკერდის არეში, ასევე მრავლობითი ტრავმაა თავის ტვინის და თავის ქალასი. ძალიან ბევრი ჰემატომა იყო როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს. დაზიანებული იყო ქალა-ტვინის ძვლები. შვიდ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა ოპერაცია. ჰემატომები ამოღებულია, დეკომპრესია გაკეთებულია. ტვინის მდგომარეობა ოპერაციის შემდგომ, ჰემატომების მოშორების შემდეგ იყო დამაკმაყოფილებელი. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციაში, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა. ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა. შესალოა, ისევ დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა როგორც თავზე, ისე გულ-მკერდზე“,- განაცხადა ექიმმა, არჩილ ჯვარშეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×