რეზონანსი
20.12.2019

 ხეჩინაშვილის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა. ექიმის ინფორმაციით,პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას აქვს პოლიტრავმა.

"პაციენტს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა მხარე, ჭრილობები გულ-მკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობა. გარდა ამისა, აღინიშნება ზურგის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა და თავის მიდამოში (თხემში) ოთხი ჭრილობა – ნაკვეთი და დაჟეჟილი. ამ დროისთვის სისხლდენა შეჩერებულია, პაციენტი იმყოფება კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, რადიოლოგიურ დეპარტამენტში და დაზიანების ხარისხის მიხედვით გადაწყდება, უნდა ჩატარდეს თუ არა უკვე მეორე ოპერაცია ნეიროქირუგიული მიმართულებით". ქირურგი ადასტურებს, რომ გამსახურდიას მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×