რეზონანსი
19.12.2019

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ დაადასტურა, რომ 15 წლის ლუკა სირაძეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში "ძმის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა".

აღნიშნული განცხადება თოლორაიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეტა.

"ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა პრობლემები. ასევე, გამომძიებელმა არასრულწლოვანს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბერებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე, სხვა არასრულწლოვნები". - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ლონდა თოლორაიას ცნობით, არასრულწლოვანთან გასაუბრება მიმდინარეობდა 6,5 საათი და მოზარდი პოლიციაში 23:30 საათამდე იყო. მისი თქმით, პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ოთახები და მოზარდის გამოკითხვა მიმდინარეობდა ერთიან სივრცეში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×