რეზონანსი
19.12.2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "ნიუპოსტისთვის" მოწოდებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ცოტნე თავს გამსახურდიას დავით ბაჯელიძე დაესხა.

ჩვენი წყაროს ცნობით, ბაჯელიძესა და გამსახურდიას შორის წარსულში უთანხმოება არსებობდა. მეტიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს დავით ბაჯელიძის დაჭრას ედავებოდნენ. წლების წინ გამსახურდია ამ ბრალდებით დაკავებულიც იყო.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახუდია რამდენიმე წუთის წინ, ვერაზე დაჭრეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ფაქტზე გამოძიება 19-108-ე განზრახ მცდელობის მუხლით დაიწყო.

წყარო: "ნიუ პოსტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×