რეზონანსი
19.12.2019

ბათუმში საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის დაჭრაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს,- ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულის ძმის დაკავება შემთხვევის ადგილზე მოხდა.

გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა და მოულოდნელად დაჭრა. ბრალდებული დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×