რეზონანსი
19.12.2019

(რეზონანსი) მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლინიკაში გაგრძელდება.

ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ცხადდება სასამართლოში და აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა გაგრძელდეს კლინიკაში. ბრალდების მხარე ადვოკატების შუამდგომლობას დაეთანხმა.

მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სხდომა კავკასიის მედიცინის ცენტრში გაგრძელდეს.

ადვოკატები აპირებენ, აღკვეთის ღონისძიებაზე 5 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენონ.

დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის განცხადებით, ჩოლოიანის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ გარდაცვლილი არასრულწლოვანი დედის ჩვენებაა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე აპირებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შუამდგომლობა დააყენოს. პროკურორ ლევან ქუთათელაძის განცხადებით არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ასევე პროკურორის განცხადებით საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა რომელიც ადასტურებს დაკავებულისთვის შერაცხულ ბრალდებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×