რეზონანსი
19.12.2019

(რეზონანსი) კახეთის გზატკეცილზე, სატვირთო ავტომობილი და ყვითელი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა ხოლო, დაშავებული ქალი საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

შემთხვევის დროს 14-მდე პირი დაშავდა მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ერთ-ერთს კი, ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×