რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტს ერთადერთ ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე" ხანზარი ძალიან ძვირად დაუჯდა. რუსული მედიის ცნობით, ზარალი 95 მილიარდი რუბლია (დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი), რაც თავად ავიამზიდის ღირებულებაზე ოდნავ ნაკლებია. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გაზეთი ასევე დასძენს, რომ ავიამზიდზე მომხდარი შემთვევის შედეგები „სავარაუდოდ, კატასტროფული არ იქნება".
ხანძრის შდეგად დაშავდნენ სამხედროები და სამოქალაქო პირები, რომლებიც გემის შეკეთებაში მონაწილეობდნენ, მნიშვნელოვნად დაზიანდა თვითმფრინავის გადამზიდავი სტრუქტურები და დაიწვა სარემონტო აღჭურვილობა.
მანამდე სააგენტო „ტასს" იუწყებოდა, რომ ავიამზიდს ხანძრის შედეგად მცირე ზიანი მიადგა და გემზე მხოლოდ საყოფაცხოვრებო სათავსოები დაიწვა. მათივე ცნობით, ეს ინციდენტი გემის შეკეთების ვადებზე არ იმოქმედებს.
ხანძარი „ადმირალ კუზნეცოვზე" 12 დეკემბერს მოხდა, მაშინ როდესაც ავიამზიდზე სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ, კერძოდ ავიამზიდზე შედუღების სამუშაოები ტარდებოდა. შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 კი დაშავდა.