რეზონანსი
19.12.2019

(რეზონანსი) ეს კარგი იდეაა, ჯერჯერობით ეს არის გეგმა - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ჩეჩენი ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელ გზას ეხებოდა.

პუტინი ამბობს, რომ ეს არის გეგმა, რომელზეც რუსეთში, შესაბამისი უწყებები მუშაობენ. მან დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა

„ეს კარგი იდეაა... ეს თავის დროზე უნდა გაკეთებულიყო, უბრალოდ ახლა არ არის კონკრეტულად გათვლილი გეგმა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის ტრადიციულ, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომელიც უკვე მიმდინარეობს, კრემლის ინფორმაციით, 1700-ზე მეტი ჟურნალისტია აკრედიტებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×