რეზონანსი
19.12.2019

(რეზონანსი) ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რომ როდესაც ქვეყანა ასე ელოდება, რატომ შეიძლება პრეზიდენტმა უარი თქვას შეწყალებაზე, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„მე რამდენჯერმე მქონდა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ჩვენ შეწყალებასთან დაკავშირებით მივმართეთ, არ მქონია შეხვედრა. მე მგონია, რომ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რომ როდესაც ქვეყანა ასე ელოდება, რატომ შეიძლება პრეზიდენტმა უარი თქვას შეწყალებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიწყალებს.

რაც შეეხება მამალაძეს, ეკლესია პირველი დღიდან ვცდილობდით, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გაგვეთავისუფლებინა, მაგრამ ჩვენს ხელთ არ არის ეს ძალაუფლება",- განაცხადა მიტროპოლიტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×