
(რეზონანსი) ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობას ეხმაურება და ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატსუსს აქვეყნებს:
"მთავარი სათქმელი, რომელიც ჩემს თავს ვუთხარი მოზარდობისას მორიგი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, როდესაც კვლავ გადავრჩი... იყო დაახლოებით ასეთი:
"თავო ჩემო, თუ მოიკლავ თავს, შენ იქნები მხოლოდ სტატისტიკა და არც მეტი. რამაც გიბიძგა თვითმკვლელობისკენ, არც ის გამოსწორდება და ყველას მაგრად ეკიდება, გარდა იმისა, ვისაც უყვარხარ. დაზარალდები თავად და დააზარალებ იმათ, ვინც არ იმსახურებს შენგან დაუსრულებელ ტკივილს და რაც მთავარია თვითმკვლელობით უკეთ არ ხდებიან".
მახსოვს ყველა იმ დროინდელი ემოცია, ისიც, რაც სასოწარკვეთილს მხდიდა და ისიც, რამაც გადამარჩინა. მართლაც - თვითმკვლელობით უკეთ ვერ გახდებით! ბრძოლა და მხოლოდ ბრძოლა!"- წერს გამზარდია.