
(რეზონანსი) წუხელ, აბაშაში 17 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობამდე მოზარდმა ფეისბუქზე დაწერა „გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად", რითაც 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკველობას გამოეხმაურა.
ამ პოსტიდან რამდენიმე საათში კი გოგონამ ლუკას მსგავსად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„ვაიმე, გადმოგვხედე უფალო გევედრები. რატო გააკეთე შვილო, რატო ამწარებთ ოჯახებს. რა გჭირთ ბავშვებო, რა გვჭირს ხალხო, რამე მოვიფიქროთ, რამე გადავწყვიტოთ. როგორ მეშინია, ცხოვრების მეშინია, შვილები მეზრდება, დავიბენი, აღარ ვიცი როგორ გავზარდო, სადმე შეცდომა არ დავუშვა" - წერს ფეისბუქ მომხმარებელი, რითაც გოგონას თვითმკველობას ეხმაურება.