
(რეზონანსი) აბაშაში, 17 წლის წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "2020NEWS"-ის ინფორმაციით,, გოგონა თვითმკველობამდე დატოვებულ წერილში მშობლებსა და ნათლიას პატიებას თხოვდა.
"არავინ იცის, რა გახდა გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი, მის მიერ დაწერილი წერილი საგამოძიებო სამსახურებმა წაიღეს. წერილის დეტალები უცნობია. თუმცა რამდენადაც მაქვს ინფორმაცია სალომე წერილში მშობლებსა და ნათლიას პატიებას თხოვს. როგორც ჩემთვის ცნობილია, გუშინ ჩვეულებრივად იქცეოდა, მისთვის საეჭვო არავის არაფერი შეუნიშნავს. ერთ ის ვიცი, რომ თურმე, გვიანობამდე არ დაუძინია, დედა სთხოვდა, რომ დასაძინებლად წასულიყო თუმცა გოგონამ ტელევიზორის ყურება მოიმიზეზა. ის ძალიან მხიარული და აქტიური გოგონა იყო, სასკოლო ღონისძიებებში მუდამ იყო ჩართული. ჩაკეტილი ბავშვი არასდროს ყოფილა. ძალიან ნორმალური ოჯახის შვილი იყო და შესაბამისად, ამ კუთხით პრობლემები არ ჰქონია. როგორც ვიცი, გუშინ მთელი დღის მანძილზე საუბრობდა გარდაცვლილი ლუკა სირაძის შესახებ, მისი ბოლო სტატუსიც სოციალურ ქსელში სირაძეს უკავშირდება", - განუცხადა სააგენტოს წყარომ.
აბაშაში 17 წლის მოზარდმა გოგონამ დღეს, დილით თავი ჩამოიხრჩო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული. რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
“2020NEWS”