რეზონანსი
19.12.2019

(რეზონანსი) ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ 15 წლის ლუკა სირაძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. მანამდე მან ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინა.

მეუფე გერასიმემ 15 წლის ლუკას გარდაცვალებაზე ქადაგების დროს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიკოლოზობის დღის სიხარულს თან ის მწუხარებაც ახლავს, რომელიც მოზარდის ტრაგედიამ გამოიწვია.

"ასეთი ფაქტები, რომელიც ხდება, არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას ლოცვა სჭირდება. ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა გამოიკვლიოს რა არის ამის მიზეზი. ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენი მომავალი თაობის შესანიშნავი წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ, რატომ ამთავრებენ სიცოცხლეს ასე?! ჩვენ თავს ვიკავებთ პოლიტიკური განცხადებებისგან. სახელმწიფოს პრეროგატივაა გამოძიება და გამოკვლევა, ჩვენი საქმეა ლოცვა და მხოლოდ სულიერი შეფასება," - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×