რეზონანსი
19.12.2019

კიდევ ერთი სისხლიანი დაპირისპირება გორში. რომელაშვილების ქუჩაზე გვიან ღამით 27 წლის მამაკაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორნაციით, მიზეზი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდებს შორის კამათი გახდა.

საავადმყოფოში ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ახალგაზრდას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.

,,რაღაცაზე შეკამათდნენ, ზუსტად არ ვიცი, ნასვამიც ყოფილა ეს ბიჭი და ლურსმანი შეუყრია" - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×