რეზონანსი
19.12.2019

 თბილისის საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის განცხადებით, მანდატის დატოვებას არ აპირებს და საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს. იგი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა „სიტუაცია განიმუხტოს“.

„არ ვაპირებ მანდატის დატოვებას. დიახ, საკრებულოში მუშაობას როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ისე გავაგრძელებ. ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, ეს მათი გადაწყვეტილებაა და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიაჩნიათ სწორად. ჩათვალეს, რომ ჩემი ქმედება აზიანებს გუნდს და მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს“, - განაცხადა "აიპიენთან" კუხიანიძემ.

საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. გარდა ამისა, ის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეობის პოსტსაც დატოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×