რეზონანსი
19.12.2019

ბათუმში დაჭრილ პოლიციელს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ოთარ თავართქილაძეს ორი ჭრილობა ჰქონდა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

"აღენიშნება ორი ჭრილობა. ერთი კისრის და მეორე წვივის არეში. პერიფერიული ჭრილობა უმნიშვნელოა. კისრის არეში ჭრილობა იყო  ღრმა. პაციენტი იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე. გადარჩა, მაგრამ მისი მდგომარეობა ამ მომენტისთვის მძიმეა, თუმცა სტაბილური," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა.

დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა და პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მოინახულეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×