რეზონანსი
19.12.2019

ცოტა ხნის წინ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი  დაჭრეს. ის ის მკლავჭიდის ნაკრების წევრი ოთარ თავართქილაძეა. 

ოთარ თავართქილაძე მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონია. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პოლიციელს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა:

„შემოყვანილია 29 წლის კაცი, რომელსაც ორი ჭრილობა აღენიშნება კისრისა და წვივის არეში. პერიფერიული ჭრილობა უმნიშვნელოა, თუმცა კისრის არეში ჭრილობა ღრმაა. დაზიანებული იყო მცირე ვენა დაზიანებული იყო ხორხის ზედაპირი. მას ჩაუტარდა ოპერაცია. პაციენტი ხელოვნური სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა ამ მომენტისთვის მძიმე მაგრამ სტაბილურია,“- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×