რეზონანსი
18.12.2019

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია.

ცენტრალურ ქუჩაზე მობილიზებულია დიდი რაოდენობის პოლიცია.

ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი.

თვითმხილველების ცნობით, დაჭრილია პატრულის თანამშრომელი, რომელმაც აღნიშნულ ქუჩაზე ერთ-ერთი ავტომობილი გააჩერა, რის შემდეგაც ავტომობილის მძღოლმა ის ცივი იარაღით დაჭრა.

შს სამინისტროს თანამშრომლები და უწყების პრესსამსახური მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×