რეზონანსი
18.12.2019

რაც იყო და რაც მოხდა ის ინფორმაცია მივაწოდე -ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დატოვების შემდეგ "მწვანე სკოლის" დირექტორის მოადგილემ მანანა ქაჯაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მან სამსახურს მიაწოდა ინფორმაცია, რაც სკოლაში მისვლის შემდეგ დახვდა.

"არ ჰქონდათ კითხვები, მომაყოლეს ისტორია რა მოხდა იმ დღეს. მივიდნენ სკოლაში ბავშვები და თანამშრომლები და დახვდათ საშინელი სურათი, რომელმაც ძალიან დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა და გარკვეული ტიპის შიში, იმიტომ რომ ვერ მივხვდით რაში იყო საქმე და რა მესიჯები იყო. არ ვიცოდით იმ წარწერების მერე რამე იყო თუ არა სკოლაში. სკოლის უსაფრთხოების სამსახურმა გამოუძახა პოლიციას. მე ვნახე კადრები , მაგრამ ვერ ამოვიცანი ლუკა სირაძე,"- განაცხადა ქაჯაიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ამ წუთებში „მწვანე სკოლის" პედაგოგის გამოკითხვა მიმდინარეობს. უკვე დასრულდა სკოლის დაცვის სამსახურის თანამშრომლის გამოკითხვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×