
8 დეკემბერს, 53 წლის ასაკში ცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ურუშაძის ახლობლები და კოლეგები რამდენიმე თვის წინ გადატანილ სტრესს უკავშირებენ მის ნაადრევ გარდაცვალებას.
წლების განმავლობაში ზაზა ურუშაძე კინოაკადემიის პრეზიდენტი გახლდათ, თუმცა აგვისტოში გამართულ არჩევნებზე, მის გადადგომას რამდენიმე მხარე ითხოვდა. მათ შორის: მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი, რეჟისორი ბუბა ხოტივარი, რომელიც დღეს კინოაკადემიას ხელძღვანელობს და ასევე პროცესებში ჩართული იყო მსახიობი გიორგი გურგულია.
სკანდალურად განვითარებული მოვლენების ფონზე, საბოლოოდ ზაზა ურუშაძემ უარი თქვა მეორედ ეყარა კენჭი პრეზიდენტობაზე. რეჟისორის თანაშემწე ლიკუნა რევიშვილი "ამბებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ზაზას პანაშვიდზე მასთან დაპირისპირებული ადამინები არ მივიდნენ:
"იქ ვერ მოვიდოდა ბუბა ხოტივარი და ვერც სხვა ის ადამიანები, ვინც ზაზას დაუპირისპირდნენ, ინტრიგები ხლართეს და გული ატკინეს. მართლა მთელ საქართველოს ვუსამძირებ ზაზას გარდაცვალებას. ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ. იმ არაჯანსაღ ადამიანებს კი ვეტყვი, რომ ბედნიერი ვარ, საზოგადოება რომ აღარ ეგუება უსამართლობას და ყველაფერს თავის სახელს არქმევს.ზაზა ჩვენთვის, ახლობლებისთვის არ მომკვდარა. ვისაც იმის ბედნირება გვქონდა რომ პირადად გვცნობოდა, ყველაზე უბედურები ვართ, მაგრამ ვთვლით, რომ მხოლოდ ზაზას სხეულს განვეშორეთ. ჩვენ ყველაფერი კარგად გვახოვს, მათ კი სანამ დაიძინებენ, ღამე, თვალს დახუჭავენ, დაფიქრდნენ და საკუთარ თავთან იყვნენ მართლები", - აღნიშნა რევიშვილმა.
(ამბები)