მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი მისი მეგობრის ძმის, ნიკუშა ბუაძის თვითმკვლელობას ეხმაურება. მისი აზრით, ეს ოჯახის მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ განაპირობა.
„წადით ამ ქვეყნიდან! ეს ქვეყანა ჩვენი არ არის! ნიკუშამ, ყველაზე პოზიტიურმა ადამიანმა, დღეს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე! იცით, რის გამო? იმიტომ, რომ ბინა გაუყიდეს! იმიტომ, რომ სამსახური ვერ იშოვა! იმიტომ, რომ ქირას ძლივს იხდიდა! იმიტომ, რომ თავი ტვირთად მიაჩნდა! იმიტომ, რომ უამრავი იმიტომ! იმიტომ, რომ ეს ქვეყანა გვკლავს და გვახრჩობს!!! მეზიზღებით! კიდევ რამდენი ადამიანი უნდა შეიწიროს ამ ქვეყანამ?! დიახ, ქვეყანამ!! იმიტომ, რომ არ აძლევს სუნთქვის საშუალებას ხალხს, გაჭირვების გამო ხალხი თავს იკლავს!!!, მეზიიიზღებით! ძალიან მეზიზღებით!“ - წერს სოციალურ ქსელში ქრისტინე მარტიაშვილი.