რეზონანსი
18.12.2019

  თბილისში, მეველეს ქუჩაზე 23 წლის ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. სტუდენტი ადგილზე გარდაცვალა. როგორც "ნიუპოსტს" უშიკო ქუფარაშვილის ახლობელმა განუცხადა, მძღოლმა ტერირორია დატოვა. მათთვიე თქმით, ის დაკავებული არ არის.

ავარიის ფაქტი "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ მძღოლი იდენთიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×