რეზონანსი
18.12.2019

 

„დღეს მეც ლუკა ვარ, ის ლუკა, თქვენ რომ გუშინ მოკალით", "ამ ცხოვრების დედაც", "ლუკასთვის", "აბა დამიჭირეთ", "მისი ოჯახისთვის", "ვინც უნდა მიცავდეს, ის მკლავს", - ამ ლოზუნგებით პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები, სკოლის წინ აქციას მართავენ.

მოსწავლეები გუშინ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ არ სურთ, მსგავსი ფაქტი ისევ განმეორდეს.

„ლუკას ოჯახს სოლიდარობას ვუცხადებთ. ჩვენი ასაკის ბიჭი იყო და მისი გარდაცვალების გამო ყველას გული გვტკივა. აღარ გვინდა ასეთი რამ განმეორდეს. შემდეგი შეიძლება ჩვენ ან ჩვენი მეგობარი ან ახლობელი იყოს", - განაცხადა "ინტერპრესბიუსთან" პირველი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ლუკა ქვლივიძემ.

ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ მოძრაობა "შეცვალეს" წევრები.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×