რეზონანსი
18.12.2019

  სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 15 წლის მოზარდის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი, მარიამ ჩოლოიანი დააკავა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში კი - ხუთ წლამდე.

შეგახსნებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა. 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებმა გამოჰკითხეს. როგორც სირაძის ადვოკატმა განაცხადა, მოზარდს ემუქრებოდნენ და დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. სირაძეს "მწვანე სკოლის" შენობის კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდნენ. მოზარდი სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×