რეზონანსი
18.12.2019

 

19 დეკემბერს, რიყის პარკში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, სოლიდარობის აქციას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, სოლიდარობის აქციაზე ქართველი ადვოკატები მიმართავენ ადვოკატთა საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის რუს კოლეგებს, რათა მხარი დაუჭირონ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.

„მიმდინარე კვირა ექიმის გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×