რეზონანსი
18.12.2019

 

ჩვენ ვნახეთ დაზიანებული სკოლა და უცხო ადამიანი სკოლის ტერიტორიაზე შემოსული, ვალდებულება გვქონდა პატრულისთვის დაგვერეკა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „მწვანე სკოლის" დირექტორმა კახა დავითურმა განუცხადა.

„ვადასტურებ იმას, რომ მისი კლასელების მდგომარეობა იყო და არის ძალიან რთული. მოსწავლეები განიცდიან ამ ამბავს, ლუკა იყო მათი მეგობარი და ისევე, როგორც ჩვენთვის, მათთვის არის მძიმე. ყველა მოსწავლის შესახებ, მათი სულიერი მდგომარეობის შესახებ, სკოლის ფსიქოლოგის სამსახური საქმის კურსშია",- განაცხადა კახა დავითურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გრძნობს თუ არა სკოლა პასუხისმგებლობას მომხდართან დამავშირებით, დირექტორმა განაცხადა, „მე რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს, მაგრამ მე არ მინდა დემონიზება იმის, რომ რაღაც ინციდენტის შედეგად ჩვენ არ გამოვუძახოთ 112-ს".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×