თბილისის მერი კახა კალაძე 15 წლის ლუკას გარდაცვალებას ეხმაურება.
მან დედაქალაქის მთავრობის სხდომა სამძიმრით დაიწყო.
„მინდა დავიწყო დღევანდელი სხდომა სამძიმრით ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს და ასევე მთელს საქართველოს", - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.
მისი თქმით, ეს სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნს.
„ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს, უბრალოდ მინდა ყველამ გავიხსენოთ როგორები ვიყავით ჩვენ 15 წლის ასაკში, გავიხსენოთ რამხელა ემოციები, ენერგია დუღდა ჩვენში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება, თითოეული მოვლენა ჩვენს ირგვლივ იყო დიდი გამოწვევა და ხშირად შეიძლება ბრძოლაც კი, ლუკაც ასეთი იყო, ბიჭი გარდატეხის ასაკში, რომელიც დაეჯახა გულგრილობას, გაუცხოებას. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ რისი გულისთვის. ძალიან მძიმეა, რომ შევხედოთ რა ხდება ირგვლივ შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თანაგრძნობა და სიყვარულის უნარი დავკარგეთ და მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდებით მიმართ, ამას ხედავენ და ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც ძალიან ცუდია. როცა ბავშვი იღუპება მე მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ, იმიტომ, რომ სკოლაც, სახელმწიფოც და ოჯახიც ერთიანადაა პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე", - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ იაშვილის საავადმყოფოში გარდაიცვალა.