რეზონანსი
18.12.2019

  ზუგდიდელი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" მერაბ ქვარაია საზოგადოებას ლოცვების გაძლიერებას ურჩევს, ამავე დროს, სთავაზობს, 2020 წელი ბავშვთა წლად გამოცხადდეს. დეპუტატი, ფაქტობრივად, არაფერს წერს 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაში დამნაშავე პირების დასჯაზე და ზოგადად, მოიმხდარის გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.

"ვილოცოთ ლუკას სულისთვის და ერთმანეთისთვის...იმისთვის რომ ხვალ უკეთესი დღე გვქონდეს, ნაკლები სიძულვილი და მეტი სიყვარული არსებობდეს,იმისთვის,რომ ჩვენი შვილების თაობა მაინც იყოს ბედნიერი და დაცული.

სხვაგვარად სიძულვილი, მტრობა , გინება, ერთმანეთის მიმართ შური და ბოღმა დაგვანგრევს, გაგვანადგურებს...შეიძლება ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვუბრუნდები იმას რაც ადრე ვთქვი, გამოვაცხადოთ 2020 ბავშვთა წლად და მთელი ყურადღება მივუძღვნათ იმას, რომ უკეთესი ქვეყნის, უკეთესი სახელმწიფოს, უკეთესი მომავლის მშენებლობა ახალი თაობის ღირსეულ განათლებაზე და ცხოვრებაზე განსაკუთრებულად ფიქრით და ზრუნვით დავიწყოთ...

ბევრი რამე გვაქვს საკეთებელი, რომ ვუპატრონოთ ამ ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს.უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს და გაანათლოს ლუკას სული !", -წერს მერაბ ქვარაია "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე "მწვანე სკოლის" მოსწავლე იყო. მან 11 დეკემბერს სკოლის შიდა და გარე ტერიტორიაზე სხვადასხვა წარწერა დატოვა, რის შემდეგაც პოლიციამ სკოლაში დარეკა და გამოძიება დაიწყო. სავარაუდოდ, დაკითხვის დროს მოზარდმა ფსიქოლოგიური ზეწოლა განიცადა.

თავდაპირველად, შსს უარყოფდა ზეწოლის ფაქტს, თუმცა გუშინ, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელი მარინა ჩოლოიანი და ბრალად სს კოდექსის 335-ე მუხლი წაუყენეს, რაც ჩვენების მიჩემის იძულებას გულისხმობს.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაიმართა. საპროტესტო აქციები მომდევნო დღეებშიცაა დაანონსებული. პროტესტის ფონზე შს მინისტრის გადადგომასაც ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×