
15 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით ბევრი არაზუსტი დეტალი ვრცელდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, თითქოს მისმა ყოფილმა კლასელმა გოგონამ თვითმკვლელობა სცადა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. "რეზონანსმა" გაარკვია, რომ "მწვანე სკოლის" მოსწავლეებში არავითარი მსგავსი მცდელობა არ ყოფილა.
გავრცელებული ცნობით კი, რომელიც გიორგი ჩიქოვანს ეკუთვნის, ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით მისმა ყოფილმა კლასელმა გოგონამაც სცადა თვითმკვლელობა, მას შემდეგ რაც მასწავლებლებმა გოგონა გამოტეხეს და დაპირდნენ, რომ თუ ვინაობას გაუმხელდა ვინ დააწერა კედლებზე წარწერები, ისინი პოლიციას არ გამოუძახებდნენ.
გიორგი ჩიქოვანი ინფორმაციით, გოგონამ აბაზანაში ვენები გადაიჭრა, სავარაუდოდ იგი საავადმყოფოშიც არ გაუდაუყვანიათ.