რეზონანსი
18.12.2019

 დაკავებამდე 2 დღით ადრე გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა ტელეკომპანია „იმედს“ 15 წლის მოზარდის საქმეზე პირველი კომენტარი მისცა. სადაც ამბობდა, რომ მოზარდის დაკითხვა მშობელთან ერთად მიმდინარეობდა. ჩოლოიანი ირწმუნებოდა, რომ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც პოლიციელმა დედისგან განმარტოებით და იმავე სივრცეში მარტო გაიყვანა. მისივე თქმით, ეს დედისა და შვილს შორის უთანხმოების გამო გახდა აუცილებელი.

„უთანხმოებაზე, განყოფილების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გამოიწვია მოზარდი გვერდზე, ერთ სივრცეში იმყოფებოდნენ და განუმარტა მოზარდს, რომ უნდა მოქცეულიყო წესიერად. ხოლო მეორე დღეს, ისევ მე მქონდა კომუნიკაცია მათთან. დილით დედა დამიკავშირდა და მითხრა რომ მოზარდს უნდოდა ახალი ჩვენების მიცემა და იტყოდა სიმართლეს. შევთანხმდით, რომ მოზარდი დედასთან ერთად განყოფილებაში 11 საათზე მოვიდოდა. გამოცხადნენ ზუსტად 11 საათზე, გავესაუბრე მოზარდს ახალ დეტალებთან დაკავშირებით. გასაუბრების დროს მოზარდმა არ მომაწოდა განსხვავებული ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით გამოკითხვა აღარ ჩატარდა, რის შემდეგაც მოზარდი გაშვებულ იქნა დედასთან ერთად განყოფილებიდან“, - ამბობდა გამომძიებელი.

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი,  15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ დააკავეს. დაკავების დროს იგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით ჩოლოიანი შეუძლოდ გახდა და ახლა ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×