შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გამომძიებელი ქალი, რომელმაც 15 წლის მოზარდი გამოკითხა დააკავეს.
15 წლის მოზარდი, რომელიც სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო, პოლიციაში გამოკითხეს და ამის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, დღეს, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
მართვით სუნთქვაზე მყოფ მოზარდს გული გაუჩერდა.
10 დეკემბერს 112"-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, „მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის" კედლების მოხატვა.
„მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქმის გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი ამბობს, რომ მოზარდის გამოკითხვა დედასთან ერთად მიმდინარეობდა.