რეზონანსი
17.12.2019

 უმძიმესი კადრები საავადმყოფოდან, სადაც 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. იაშვილის კლინიკაში ბავშვის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები არიან შეკრებილები. ერთკვირიანი ბრძოლა ბიჭის გადარჩენისთვის უშედეგო აღმოჩნდა. ლუკა სირაძე დღეს, საღამოს გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა. ბევრი ძალისხმევის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ერთი კვირის წინ გადახტა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციის განყოფილებაში სავარაუდოდ მძიმე დაკითხვა და მუქარა. სამართვალდამცველებთან ბავშვი "მწვანე სკოლის" კედელზე გაკეთებული წარწერების გამო მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×