რეზონანსი
17.12.2019

  გორში კომბინატის დასახლებაში ძალის გამოყენებით გატაცებული ბიჭი ამ დროისთვის "გორმედის" სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი. მედიკოსების განცხადებით, ახალგაზრდას სახის არეში მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნება.

,,პაციენტი ცოტა ხნის წინ სახის არეში მრავლობითი დაჟეჯილობოთ არის შემოყვანილი. ამ დროითვის გამოკვლევები უტარდება. პაციენტს არ აღენიშნება სიცოცლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები", - ამბობენ "გორმედში".

შეგახსენებთ, რომ 25 წლამდე მამაკაცი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ინციდენტი დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×