რეზონანსი
17.12.2019

  გორში, კომბინატის დასახლებაში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან 25 წლამდე მამაკაცი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

როგორც "რეგიონულ კვირას " თვითმხილველი უყვება, შემთხვევა დღის 12:00 საათზე მოხდა.

"ხმაური ატყდა, რომ გამოვედი, დავინახე 25 წლამდე ბიჭს 4 მამაკაცი ძალის გამოყენებით სვამდა ოპელის მარკის ვერცხლისფერ ავტომობილში, თან იგინებოდნენ. შემდეგ კი მანქანა დიდი სიჩქარით დაძრეს. როგორც ვიცი 6- მდე ადამიანია დაკავებული",- ამბობს თვითმხილველი.

როგორც "რეგიონულ კვირას" შსს-ში განუცხადეს, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×