რეზონანსი
17.12.2019

(რეზონანსი) "ძალა ერთობაშია" ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

"რამდენი ასეთი ოჯახია დღეს ჩვენ ქვეყანაში?

უამრავი.

300 ბავშვი წელიწადში იღუპება შიმშილით, ათიათასობით შიმშილობს.

გული ვეღარ უძლებს ამდენ უბედურებას.

მილიონრებო!

შექმენით საერთო ფონდი და თქვენვე მართეთ, დაიწერეთ ქულები და აიწიეთ რეიტინგები!

რაც გინდათ, ის გააკეთეთ, მაგრამ უშველეთ მშიერ-მწყურვალ და ავადმყოფ ბავშვებს!

დღეს ეს ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გადარჩენას ცდილობს, ყველაფერი დანარჩენი მაგრად კიდიათ, ამ ბავშვების თამადობით.

ამ ბავშვებზე უკეთეს ვის ან რას გადაარჩენთ?

კვირას ვაპირებთ ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფარში ჩასვლას, პროდუქტის, ტანსაცმლის ჩატანას.

აუცილებლად წავალთ ასევე გორის რაიონის სოფელ ვარიანშიც, წინასაახალწლოდ შევეცდებით ამ ბავშვების გახარებას.

ვისაც გექნებათ სურვილი, შემოგვიერთდით.

ამ ხელისუფლების იმედი ჩვენ არ გვაქვს.

ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა უნდა ვიმოქმედოთ.

ძალა ჩვენშია!

ძალა ერთობაშია!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×